და დგ დე დვ დი დო დრ დუ დღ
დაა დაბ დაგ დად დაე დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაო დაპ დაჟ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაჩ დაც დაძ დაწ დაჭ დახ დაჯ დაჰ

დაყრა

  1. პირუტყვისთვის საკვების მიცემა.
     
    „ხარებ ბზე დაუყარე“.
    „გოგოჯან, გოგო, ერთი ცხვარ თივა დაუყარე!“
  2. პირუტყვის (არაერთის) დაწოლა.
     
    „შუადღით ნახირ წყალზე მივრეკამდით. წყალ რო დალემდა, მერე დაეყრებოდა, ჩვენც ან წამოვწვებოდით ანაც თამაშობას გავმართამდით“.
    „ცხვარი დაეყარა!“
  3. დაფქვისას: საფქვავის წისქვილზე მიშვება.
     
    „წისქვილ ჯერი დააყარა და წამოვიდა“.
    „რამთენი ხანია საფქვავი დავაყარე, ამთენ ხან რით ვერ გამოფქვა!“
  4. მწყემსისაგან გვიან შემოდგომით ფარისა თუ ნახირის ძოვების შეწყვეტა.
     
    „თოვლი არ მოსულა, მენახირემ მაინც დაყარა ნახირი“.
  5. ცხოველები, რომელნიც რამდენიმე შვილს შობენ (ღორი, კატა, ძაღლი, მგელი. მათ მომშობიარობას დაყრას უძახიან, მაგრამ ასეთთაგან ერთის შობას ან ცალკეულის შობას დაგდება ჰქვია.
     
    „ჩვენებიენთ ღორმა ექვსი გოჭი დაყარა, ჩვენმა კი ერთი დააგდო“.
  6. დასხმა, მოსხმა, მიტოვება. უპატრონოდ დატოვება.
     
    „ამთენი ბავშვები დაყარა და სადღაც მოუსვლელში წავიდა“.
    „ე ცხვარი რო უპატრონოთ დაყარე და წახვედი, რა იფიქრე!“
  7. მრავალგზისი სროლა (თოფის, ქვის).
     
    „იმი სახლ ქვა და ლოდი დააყარა, გარეთ არ გამოახედა“.
  8. ჩქარი, გაბმული ლაპარაკი.
     
    „ამ ქალმა ისე დააყარა, რო თავი და ბოლო ვერ გაუგე“.
    Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9