თესვის დროს მთესავი ერთ გაყოლებაზე 5-6 ნაბიჯის სიგანეზე თესავს, შემდეგ ნათესის პირიდან იწყებს მეორე გაყოლებაზე თესვას. რადგან თავისგან ორივე მხარეზე უხდება თესვა, თვითონ დასათეს ზოლს შუაზე მიჰყვება, შეიძლება ფართობის ბალახიანობის გამო წინა გაყოლებაზე ნათესის ნაპირი ვერ შეამჩნიოს კარგად, ამის გამო დააშოროს ან მასზე გადაათესოს. ასე რომ არ მოხდეს, ამიტომ წინ გაიმძღვანებს ვინმეს, რომელიც ნათესის პირზე მიდის და ამით აჩვენებს სადამდეა ნათესი. ამას თესლპირება ჰქვია, ხოლო ვინც უძღვის იმას მოთესლიპირე.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.