და დგ დე დვ დი დო დრ დუ დღ
დაა დაბ დაგ დად დაე დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაო დაპ დაჟ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაჩ დაც დაძ დაწ დაჭ დახ დაჯ დაჰ

დაძახება

  1. საჯაროთ თქმა, გამოცხადება:
    ა) თქმა;
    ბ) გაწვევა, დაპატიჟება;
    გ) ქორწილზე მექორწილეთაგან ნეფე-დედოფლისადმი მირთმეული საჩუქრებისა და სანიჭარის მექორწილეთა წინაშე გამოცხადება.
    აგრეთვე საჩუქარ-სანიჭარის მიცემის მნიშვნელობითაც ხმარობდნენ.
     
    ა) „რადიომ დაიძახა, ომი დაიწყოო“. „დაიძახეს თათარი მოდისო და გავიქეცით“.
    ბ) „იმ წელიწად დამიძახეს ჯარში“. „ქორწილში ვარ დაძახილი, მოყვარემ დამიძახა“. „დიდი ქორწილი გადაიხადა, ყველა მოკეთე და მეზობელი დაუძახა“.
    გ) „ქორწილზე დაძახება ვიცოდით. ვინც რაიმე სანიჭარს მისცემდა, ან საჩუქარ თუ სუფრას მიუტანდა, იმას დამძახი დაიძახამდა, ქორწილი ხალხთან ხმამაღლა იტყოდა, თანაც რაგორც შეეძლო ლამაზ სიტყვებით შეამკობდა“.
    „სანიჭრათ ნათლიამ სამი თუმანი ფული და ერთი ცხვარი დააძახა“.
  2. ერთბაშად დაძვრა, პირის ქნა.
     
    „იმ წვიმებზე დაიძახა კედელმა, ერთბაშად გადმოწვა“.
    „სოფელმა დაიძახა და გაცვივდა“.
    Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9