სალოცავი ეკლესია თუ საჯვარე, სადაც საღმთოობას იხდიდნენ (საღმთოს ჰკლამდნენ) ქართველი მაჰმადიანები. დიდი სალოცავი იყო ვარძია, მაგრამ მას ზიარათს არ ეძახდნენ. ვანიქვაბს – კი ეძახდნენ.
„სოფელ თოკში ეკლესია ჰქონდათ, მას არ ეძახდნენ ზიარათს, ხრამის ფერდობზე კი ეკლესიაა, თაღჩამოქცეული, იმას ზიარათს ეძახოდნენ და აბაშიძეები (მაჰმადიანები) იქ ყოველწლიურად საღმრთოს ჰკლამდნენ“.
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.