ოჩხით დაჭერილი თევზი. ოჩხი – წყალში სპეციალურად ამოთხრილი ორმოა, ირგვლივ ქვებით ორპირად შემოწყობილი ცარიელ ადგილებს ქვიშით ავსებენ, რომ წყალი არ გავიდეს, ქვემოდან უტოვებენ კარს, საიდანაც თევზები შედიან, და იბუდებენ. შემდეგ ამ კარებში პირშექცევით ჩადგამენ გოდორს, თევზი გოდორში შედის, იქიდან ვერ გადის. (ი. მაისურაძე)
Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.