თა თე თვ თი თლ თო თრ თუ თქ თხ
თვა თვე თვი

თვალი

  1. მხედველობის ორგანო.
  2. ძვირფასი ქვა, თვალი პატიოსანი.
  3. ღირსეული, ძვირფასი ადამიანი:
     
    „ისრეთი გაიზარდა, რო ქვეყნის თვალი იყო“.
    „მაგრაინი კაცი არ გვყამდა, სოფლის თვალი იყო“.
  4. მცირე ნასვრეტები: გამომცხვარ პურში, ყველში.
     
    „ბლისტნი ყველია, თვალი სულ არ აქს“.
  5. მცირე ზომის ნახვრეტი: ნევსის, მახათის, რომელშიც ძაფის, ნართის გაყრა სწარმოებს.
  6. მცირე ზომის ხვრელი: თონის (საჰაეროდ), ამბრისა (ხორბლის გამოსაშვებად), ფურნის (ცეცხლის შესანთებად).
  7. ჯაჭვის რგოლი; ცალკეული „მარცვალი“.
  8. ცალკე სახლი ან სახლის დანაყოფი.
     
    „ორი თვალი სახლი გააკეთა, ბიჭებ სათითაო სახლი უნა რო მისცეს“.
    „ერთი თვალი ოდა აქს, ერთი თვალი საბძელი, ერთი თვალი – ბოსელი“.
  9. გოგორა (ურმის, გუთნის, ჯილღის).
    Source: ჯავახური ლექსიკონი / გიორგი ზედგინიძე; რედ. ვლადიმერ ზედგინიძე. - თბილისი: საუნჯე: ვაჟა წოწკოლაური, 2014. - 370 გვ.; 22 სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9