1. ჩარჩოზე გადაჭიმული თეთრი ქსოვილი ან სხვა ზედაპირი, რომელზედაც უჩვენებენ კინოფილმებს, დიაპოზიტივების გამოსახულებებს;
2.ტექ. მოწყობილობა, რომლის ზედაპირი აირეკლავს, შთანთქავს ან გარდაქმნის სხვადასხვა სახის ენერგიის გამოსხივებას;მაგ., ჯებირის ეკრანი;
3. ზედაპირი, რომელზედაც იღებენ შუქურ გამოსახულებას, სიგნალებს და მისთ. მაგ., ტელევიზორის ეკრანი;
4. მოძრავი ფარი სიცხისაგან ან ზედმეტი სინათლისაგან დასაცავად (დგამენ გახურებულ ბუხართან, სარკმელზე და სხვ.).
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი