1.მინის მსგავსი გაუმჭვირი მასა, რომლითაც ფარავენ ლითონის საგნების ზედაპირს დაჟანგვისაგან დასაცავად, აგრეთვე სილამაზისათვის; მინანქარი. ე.-ს საღებავი - სქელი საღებავი, რომელიც გაქნილია სპეციალურ ლაქთან ერთად და გაშრობის შემდეგ ემალს მოგვაგონებს.
2. თეთრი მკვრივი ნივთიერება, რომლითაც დაფარულია კბილის გარეთა ნაწილი.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი