"ვკრძალავ"
1. სახელმწიფო სამართალში: აკრძალვა, რომელსაც ადებს ერთი სახელმწიფო ორგანო მეორის გადაწყვეტილებას; ბურჟუაზიულ ქვეყნებში ვეტოს უფლება ჩვეულებრივ აქვს სახელმწიფოს მეთაურს პარლამენტის გადაწყვეტილებათა მიმართ.
2. საერთაშორისო სამართალში: სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთაგან შემდგარი კოლეგიური ორგანოს (სადაც საკითხები წყდება ერთხმად) ერთ-ერთი წევრის განცხადება იმის შესახებ, რომ იგი წინააღმდეგია უმრავლესობის გადაწყვეტილებისა; ხორციელდება ხმის მიცემით.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი