1. კაცობრიობის მიერ განვლილი გზა, ადამიანთა საზოგადოების წარსული ცხოვრება; ამა თუ იმ ქვეყნის (მხარის, ხალხის და სხვ.) წარსული ცხოვრება.
2. რისამე განვითარების პროცესი.
3. მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანთა საზოგადოების განვითარებას.
4. მეცნიერება, რომელიც სწავლობს ბუნების, კულტურის, ცოდნის რომელიმე დარგის თანამიმდევრულ განვითარებას. მაგ., მუსიკის ისტორია.
5. რამესთან ან ვინმესთან დაკავშირებული ამბებისა და ფაქტების ერთობლიობა; ვისიმე თავგადასავალი.
- ავადმყოფობის ი.- ავადმყოფის მდგომარეობის ძირითადი სამედიცინო დოკუმენტი, რომელსაც ავსებს მკურნალი ექიმი მკურნალობის დაწყებიდან დამთავრებამდე.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი