1. რევოლუციამდელ რუსეთში: კადეტთა კორპუსის მოსწავლე. კადეტთა კორპუსი - დახურული ტიპის სამხედრო საშუალო სასწავლებელი, რომელშიც თავად-აზნაურთა შვილებს ამზადებდნენ ოფიცრებად. 2. ასე უწოდებენ ნორჩ (16 წლამდე ასაკის) მოჭადრაკეს.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი
Hist.
Rus. кадет
სიტყვა შექმნილია конституционный демократ-ის პირველი ასოების სახელწოდებათა შეერთებით რევოლუციამდელ რუსეთში: ე. წ. კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის წევრი; კადეტების პარტია გაფორმდა 1905 წლის ოქტომბერში და წარმოადგენდა რუსეთის იმპერიალისტური ბურჟუაზიის მთავარ პარტიას; 1917 წ. სათავეში ჩაუდგა კონტრრევოლუციურ მოძრაობას.