კაზუისტიკა [< ლათ. casus შემთხვევა] – 1. (სამართ.). კანონის ზოგადი მუხლების მიყენება სხვადასხვა იურიდიული შემთხვევისათვის (კაზუსებისათვის). 2. შუასაუკუნეობრივ სქოლასტიკასა და ღვთისმეტყველებაში: ზოგად დოგმატურ დებულებათა მიყენება ცალკეული შემთხვევებისათვის. 3. (გადატ.). ყალბი ან საეჭვო დებულების მტკიცება სხვადასხვა ხრიკით. 4. (მედიც.). ერთი და იმავე დაავადების მქონე რამდენიმე პაციენტზე კლინიკურ დაკვირვებათა ერთობლიობა (დაავადების ბუნების გამოსარკვევად).
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი