1. ზოგიერთ დაწესებულებაში: სადგომი, ოთახი სპეციალური დანიშნულებისა. მაგ., სადეზინფექციო კ.; ბარგის შესანახი კ.
2. ციხეში: ოთახი პატიმართათვის; საკანი.
3. დახურული სათავსი რაიმე ხელსაწყოს, მანქანის, ნაგებობის შიგნით. მაგ., მტვერსასრუტის კ.; რაბის კ.
4. ტყავის ბურთის ანდა ავტომობილის, ველოსიპედისა და მისთანათა სალტის შიგნითა, გასაბერი გარსი რეზინისა.
5. ფოტო-, კინო-, ტელეაპარატის და სხვ. შიგნითა ნაწილი; ზოგჯერ თვით ასეთი აპარატიც (კინოკამერა, ფოტოკამერა, ტელეკამერა...).
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი