1. ციხესიმაგრის ან გამაგრებული რაიონის ყველა ჯარის უფროსი.
2. სამხედრო პირი (ოფიცერი, გენერალი), რომელსაც ევალება თვალყური ადევნოს საგარნიზონო და საყარაულო სამსახურის წესიერად შესრულებას, სამხედრო მოსამსახურეების მიერ დისციპლინის დაცვას საზოგადოებრივ ადგილებში და სხვ. კომენდანტის (საკომენდანტო) საათი - საგანგებო ღონისძიება, რომელიც უკრძალავს მოცემული დასახლებული პუნქტის მცხოვრებთ ქუჩაში გასვლას გარკვეულ საათებში სპეციალური ნებართვის გარეშე.
3. რკინიგზის სადგურებში, ნავსადგურებში: ოფიცერი, რომელიც თვალყურს ადევნებს ჯარების ან ცალკეული სამხედრო მოსამსახურეების გამგზავრებას, სამხედრო ტვირთის წესიერად გაგზავნას.
4. დაწესებულების სადგომის მმართველი.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი