"გამთანაბრებლები"
ინგლისის მე-17 ს.-ის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს; რადიკალური წვრილბურჟუაზიული დემოკრატიული პარტია (ხელოსნები, წვრილი ვაჭრები); გაფორმდნენ როგორც საერთოეროვნული დაჯგუფება 1647 წ. (მანამდე არსებობდნენ როგორც ინდეპენდენტების მემარცხენე მიმდინარეობა); მოითხოვდნენ თანასწორუფლებიანობას, მონოპოლიების მოსპობას, გლეხებისათვის მიწების დაბრუნებას და სხვ., მაგრამ გადაჭრით წინააღმდეგი იყვნენ კერძო საკუთრების ლიკვიდაციისა და თავადაზნაურული მიწათმფლობელობის მოსპობისა; მკვეთრად გაემიჯნენ დიგერებს.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი