A B C D E F G H I J K L M N

მა მე მი მნ მო მუ
მეა მეგ მედ მეზ მეთ მეი მელ მემ მენ მერ მეს მეტ მეფ მექ მეშ მეჩ მეც მეჯ მეჰ

მემუარები

  1. Fr. mémoires
    მოგონებანი
    ლიტერატურული ნაწარმოები, რომლითაც გადმოცემულია ავტორის მოგონებანი პირადსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარი სხვადასხვა ამბის, მოვლენის შესახებ.
    Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  2. ლიტერატურული ჟანრი, რომელშიც ავტორი იხსენებს და გადმოსცემს რეალურად მომხდარ მოვლენებს, მსჯელობს ობიექტურად, იძლევა ზუსტ თარიღებს, მოვლენებსა და მასში მონაწილე ადამიანების მკაფიო დახასიათებებს. ხშირად იბეჭდება მემუარები, რომლებიც მხოლოდ ფაქტობრივადაა საინტერესო, მაგრამ მისგან არსებითად განსხვავდება მემუარები, როგორც ლიტერატურული ჟანრის ნიმუში, რომელიც გაბედულად შეიძლება მივაკუთვნოთ მხატვრული ან დოკუმენტური პროზის სფეროებს. მემუარების ლიტერატურული მნიშვნელობა პირველად გამოიკვეთა XVIII ს-ში განმანათლებლების ეპოქაში, საკუთრივ, ადამიანისა და მისი ცხოვრების გარემოებებისადმი ინტერესის გაძლიერების გავლენით, მაგრამ განსაკუთრებული აღმავლობა XX ს. უკავშირდება.
    Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9