"თოვლიანი", "ცივი"
კლიმატოლოგიაში: დიდ სიცივეებთან დაკავშირებული. ნივალური ჰავა- ისეთი ჰავა, რომლის დროსაც თოვლი ჭარბად მოდის და ვერ ასწრებს დნობასა და აორთქლებას; იწვევს მყინვარების წარმოქმნას (მაგ., ანტარქტიდაში, გრენლანდიაში).
ნივალური სარტყელი - მთების ყველაზე მაღალი ბუნებრივი სარტყელი, რომელიც ჩვეულებრივ მოთავსებულია თოვლის საზღვარს ზევით (სხვანაირად: მუდმივი თოვლის სარტყელი).
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.