1. ორგანიზმთან დაკავშირებული; სასიცოცხლო პროცესებით დახასიათებული; ცოცხალი. მაგ., ორგანული ბუნება.
2. მცენარეული ან ცხოველური ორგანიზმის დაშლის შედეგად წარმოქმნილი; ასეთი დაშლის პროდუქტი. მაგ., ორგანული სასუქი. ორგანული ქიმია – ქიმიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ნახშირბადის შემცველ ნაერთებს (რაც დამახასიათებელია მცენარეული და ცხოველური სამყაროსათვის).
3. ორგანოსთან დაკავშირებული; რაც ადამიანის ორგანოების შინაგან აგებულებას ეხება. მაგ., ორგანული დაავადება.
4. რაც რისამე არსს, საფუძვლებს ეხება; რამესთან განუყრელად დაკავშირებული. მაგ., ორგანული ნაკლი. ორგანული ნაწილი რისამე.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.