"ზევით სვლა, ზესვლა"
1. ძველი ბერძენი მწერლის ქსენოფონტეს (მე-4 ს. ძვ. წელთაღრ.) თხზულება, რომელშიც აღწერილია სპარსელი უფლისწულის კიროსის ლაშქრობა თავისი ძმის – სპარსეთის მეფის არტაქსერქსეს – წინააღმდეგ; ამ თხზულებაში მნიშვნელოვანი ცნობებია მოცემული საქართველოს და ქართველი ტომების შესახებ;
2. რომაული ეპოქის (მე-2 ს. ახ. წელთაღრ.) ბერძენი მწერლის არიანეს თხზულება, რომელშიც აღწერილია ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობა.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი