A B C D E F G H I J K L M N

პა პე პი პლ პმ პნ პო პრ პტ პუ პფ
პუა პუბ პუდ პუე პულ პუმ პუნ პუპ პურ პუს პუტ პუფ პუშ პუც

პუანტილიზმი

  1. Fr. pointiller წერტილებით წერა
    მხატვრული ხერხი ფერწერაში, რომელიც ეყრდნობა ხატვას ცალკეული მკაფიო მონასმებით (წერტილების ან წვრილი სწორკუთხედების სახით) და ითვალისწინებს მაყურებლის თვალში მათ ოპტიკურ შერევა-შეზავებას (პალიტრაზე საღებავების მექანიკური შერევისაგან განსხვავებით). პუანტალიზმის ფუძემდებელია ფრანგი ფერმწერი ჟორჟ სერა. დამატებითი ფერების მეცნიერული თეორიის საფუძველზე, სამი წმინდა, ძირითადი ფერის (წითელი, ყვითელი, ლურჯი) ოპტიკური შერევა და დამატებითი ფერების წყვილი (წითელი-მწვანე, ლურჯი-ნარინჯისფერი, ყვითელი-იისფერი) იძლევა გაცილებით მეტ სიკაშკაშეს, ვიდრე პიგმენტთა მექანიკური ნაზავი. კრიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, ახალი მეთოდი ხელს უშლიდა მხატვრის შემოქმედებითი ინდივიდუალობის გამოვლენას და შემოქმედებით პროცესს აქცევდა ფუნჯის მექანიკური მონასმების მოსაწყენ პროცესად, თუმცა სწორედ პუანტილისტურმა ტექნიკამ განაპირობა პოლ სინიაკის მკაფიო, კოლორიტის მხრივ კონტრასტული პეიზაჟებისა და ჟორჟ სერას ფერთა ფაქიზი ნიუანსების მქონე ტილოების შექმნა.
    Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
  2. Fr. pointillisme
    ფერწერის თავისებური მანერა - ხატვა წვრილ-წვრილი წანაცხებებით: წერტილებით, ვიწრო ზოლებით.
    Source: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9