რეგიონალურ-ი [ლათ. regionalis საოლქო] – რაც ეხება ცალკეულ მხარეს, ქვეყანას ან რამდენსამე მეზობელ ქვეყანას; ადგილობრივი. მაგ., რ. კონფერენცია. რეგიონალური შეთანხმება, პაქტი – საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს გარკვეული გეოგრაფიული მხარის სახელმწიფოთა ჯგუფს.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი