ანთროპოლოგიასთან დაკავშირებული.
ა. პრინციპი - ფოიერბახის მატერიალიზმის ძირითადი დებულება, რომლის მიხედვითაც ფილოსოფიური საკითხების კვლევისას უნდა გამოვდიოდეთ ადამიანის როგორც ბიოლოგიური არსების ბუნებიდან.
ა. ტიპები - კომპლექსები სხეულის ნიშნებისა (სიმაღლე, წონა, პროპორციები, კანის ფერი, თავის ქალას ფორმა და სხვ.), რომლებიც დამახასიათებელია კაცობრიობის სხვადასხვა ჯგუფისათვის, გამოწვეულია ამ ჯგუფების არსებობისა და წარმოშობის სხვადასხვაგვარი პირობებით.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი