ინგლისური ოქროს ან ვერცხლის ფულის სინჯის დაკანონებული სტანდარტი. გირვანქა სტერლინგი - ინგლისის ფულის ძირითადი ერთეული; უდრიდა 20 შილინგს; 1969-1971 წლებიდან, მას შემდეგ, რაც ინგლისი მთლიანად გადავიდა ფულის ათობითი ერთეულების სისტემაზე, უდრის 100 პენის (პენსს).
სტერლინგის ზონა - ჯგუფი ქვეყნებისა, რომელთა ვალუტის კურსი დაფუძნებულია ინგლისური გირვანქა სტერლინგის კურსზე.
Source: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]