Gk. strōma საგებელი, საფენი 1. ცხოველის ორგანოს ფუძე; შედგება გაუფორმებელი შემაერთებელი ქსოვილისაგან, რომელშიც მოთავსებულია ორგანოს სპეციფიკური ელემენტები; აქვს გამრავლების უნარის მქონე უჯრედები, აგრეთვე ბოჭკოვანი სტრუქტურები, რომლებიც განაპირობებს ქსოვილის როგორც ფუძის მნიშვნელობას;
სისხლწარმომქმნელი ორგანოების ს.-ის უჯრედებიდან ვითარდება სისხლის წითელი და თეთრი სხეულაკები.
2. ერითროციტების ცილოვანი ფუძე.
Source: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]