A B C D E F G H I J K L M N

სა სბ სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სტ სუ სფ სქ სც
სუ სუბ სუგ სუდ სუვ სუი სუკ სულ სუმ სუნ სუპ სურ სუს სუტ სუფ სუქ

სურათი

ფერწერის დაზგური ნაწარმოები, რომელსაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს. ეტიუდისა და ესკიზისაგან განსხვავებით, სურათი წარმოადგენს დასრულებულ ნაწარმოებს, მხატვრის დაკვირვებების, მისი ფიქრებისა და შეხედულებების, ხანგრძლივი მუშაობის შედეგს. ქმნის რა სურათს, მხატვარი ეყრდნობა ნატურას, მაგრამ ამ პროცესში დიდ როლს ასრულებს შემოქმედებითი წარმოსახვა. სურათის, როგორც სიუჟეტურ-თემატური ხასიათის ნაწარმოების საფუძველს შეადგენს მნიშვნელოვანი ისტორიული თუ სოციალური მოვლენების, ადამიანთა აზრებისა და ემოციების, მოქმედებების, დამოკიდებულებების გამოსახვა მრავალფიგურიან რთულ კომპოზიციებში. სურათის საფუძველს შეიძლება შეადგენდეს ტილო, მუყაო, ფანერა, ხის ან მეტალის დაფა, პლასტიკატი, ქაღალდი და ა.შ., რაზეც ხდება გრუნტისა და საღებავების ფენის დადება. უდიდეს ფერმწერთა მიერ შესრულებული სურათები ზოგადსაკაცობრიო კულტურის მონაპოვარს შეადგენს.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9