ტანდემ-ი [ინგლ. tandem] – 1. ორადგილიანი ველოსიპედი, რომელზედაც უნაგირები და ორი წყვილი პედალი ერთიმეორის უკან არის განლაგებული. 2. (ტექ.). აგრეგატში მანქანების ან მანქანის ნაწილების განლაგება ერთიმეორის მიყოლებით, ერთ ღერძზე, ერთ ხაზზე. 3. მრავალცილინდრიანი მანქანა, რომელშიც მუშა ცილინდრები ამ წესით არის განლაგებული. 4. (გადატ.). გუნდში ერთად მოქმედი ორი ფეხბურთელი.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი