იტალიური ხალხური ცეკვა, დამახასიათებელი უწყვეტი ტრიოლური მოძრაობით, სწრაფი ტემპით, სამწილადი ზომით. სრულდება გიტარის, კასტანიეტების თანხლებით, ხშირად თან ახლავს სიმღერაც. ფართოდაა გამოყენებული პროფესიულ მუსიკაში, როგორც ტექნიკურად რთული, ვირტუოზული პიესა (როსინი, ლისტი, შოპენი, ჩაიკოვსკი და სხვ.).
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი