ტელემეტრია [ბერძ. tēle შორს და metreō ვზომავ] - რაიმე სიდიდის (მაგ., ძაბვის, წნევის, ტემპერატურის) შორი მანძილიდან გაზომვისა და ამ გაზომვის შედეგების გადაცემის სისტემა; ფართოდ იყენებენ კოსმოსური სივრცის კვლევისას (დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების დახმარებით), აგრეთვე საწარმოო პროცესების მართვისა და კონტროლისათვის.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი