A B C D E F G H I J K L M N

ტა ტე ტვ ტი ტო ტრ ტუ
ტევ ტეი ტელ ტემ ტენ ტერ ტეს ტეტ ტეფ ტექ ტეშ

ტემპი

  1. მუსიკაში მეტრული ერთეულების მოძრაობის სიჩქარე. ტემპის აღმნიშვნელი ტერმინი იწერება ნაწარმოების (ან მისი ნაწილის) დასაწყისში, გასაღების თავზე და განსაზღვრავს შესრულების სიჩქარეს. ტემპი განპირობებულია მუსიკალური ნაწარმოების ხასიათითა და შინაარსით. ძირითადად იხმარება იტალიური ტერმინები, მაგ., ლარგო, ლენტო, ადაჯო - ნელი ტემპები. ანდანტე, მოდერატო - ზომიერი; ალლეგრო, ვივო, ვივაჩე, პრესტო - სწრაფი და სხვ. ზუსტი ტემპი განისაზღვრება სპეციალური ხელსაწყოთი - მეტრონომით, ხშირად ხდება მოცემული ტემპიდან ნაწილობრივი გადახრა (აგოგიკა), თავისუფალ ტემპში შესრულება - რუბატო, საწყის ტემპზე დაბრუნება - ტემპო პრიმო.
    Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
  2. It.
    L. tempus
    დრო
    1. რისამე განხორციელების, მიმდინარეობის სისწრაფე;
    2. მუსიკალური ნაწარმოების შესრულების სისწრაფე.
    Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9