ტემპლეტ-ი [ინგლ. templet] – 1. ტექნოლოგიური მოწყობილობის ან სამშენებლო კონსტრუქციის ერთეულის ბრტყელი, ორგანზომილებიანი მასშტაბური ფოტომოდელი. 2. ლითონთმცოდნეობაში: ბრტყელი ნიმუში, რომელიც გამოჭრილია ლითონის ნაკეთობიდან ან ნამზადიდან; იყენებენ ნაკეთობის მაკროსტრუქტურის გამოსავლენად და შესასწავლად.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი