Gk. technē ოსტატობა, ხელობა, ხელოვნება და logos მოძღვრება 1. მეცნიერება ნედლეულის, ნაკეთობათა, ნახევარფაბრიკატების დამუშავების ფიზიკური, ქიმიური და სხვა ხერხების შესახებ.
2. ერთობლიობა გარკვეული წესითა და თანამიმდევრობით განხორციელებული ოპერაციებისა, რომელთაგანაც შედგება მასალის, ნაკეთობის დამუშავების პროცესი.
Source: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ... - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]