ტილდა [ესპ. tilde < ლათ. titulus წარწერა] - ნიშანი, კლაკნილი ხაზი (~), რომელსაც იყენებენ საენათმეცნიერო ტრანსკრიფციაში (იხ. დიაკრიტიკული ნიშანი); მაგ., ესპ. ñ (აღნიშნავს რბილ n-ს); ლექსიკონებში ცვლის სიტყვას ან მის ნაწილს, რომლის გამეორებაცაა საჭირო; ძველ ხელნაწერებში აღნიშნავდა ქარაგმას.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი