ტიპ-ი [ბერძ. typos ანაბეჭდი] – 1. საგნების, მოვლენების გარკვეული ჯგუფის ნიმუში, მოდელი, ფორმა. 2. ხელოვნებაში: მხატვრული სახე, რომელშიც განზოგადებულია ადამიანთა გარკვეული ჯგუფის თვისებები. 3 (ბიოლ.). მცენარეთა და ცხოველთა კლასიფიკაციის ყველაზე მსხვილი ერთეული (აერთიანებს მონათესავე კლასებს). 4. იტყვიან უცნაური ან უარყოფითი თვისებების მქონე ადამიანზე.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი