ვირტუოზული მუსიკალური პიესა ფორტეპიანოს ან ორგანისათვის. ახასიათებს ძალზე სწრაფი მოტორული ტემპის, მკვეთრი უცვლელი რიტმული ფიგურაციებით მოძრაობა. XVI-XVIII სს-ში ტოკატები იწერებოდა თავისუფალ იმპროვიზაციულ ფორმაში (ასეთია ბახის საორგანო ტოკატები). ტოკატებს წერდნენ აგრეთე შუმანი, რაველი, ხაჩატურიანი, ლაღიძე და სხვ.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი