კილოს ბგერათრიგის სიმაღლებრივი მდებარეობა, რაც განისაზღვრება მთავარი ტონის (ტონიკის) მდებარეობით მუსიკალური სისტემის ამა თუ იმ საფეხურზე. მაგ., თუ მაჟორული კილოს ტონიკა არის ბგერა «დო», მაშინ გვექნება ტონალობა - დო მაჟორი. ვინაიდან თანაბარი ტემპერაციის წყობაში ოქტავაში არის 12 სხვადასხვა დასახელების ბგერა, ე.ი. გვაქვს 12 მაჟორული ტონალობა და 12 მინორული.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი