ტუშე [ფრანგ. touché < toucher შეხება] – 1. (მუს.). თითოეული პიანისტისათვის კლავიშზე თითის დაკვრის დამახასიათებელი მანერა, რაც გამოცემულ ბგერას აძლევს განსაკუთრებულ ელფერს. 2. (სპორტ.). კლასიკურ ჭიდაობაში: მოჭიდავის ორივე ბეჭით ერთდროულად ხალიჩაზე შეხება (და გადაგორება), რაც დამარცხების ნიშანია.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი