უნივერსიტეტ-ი [ლათ. universitas (universitatis) ერთობლიობა] – 1. უმაღლესი სასწავლებელი და სამეცნიერო დაწესებულება, რომელსაც აქვს სხვადასხვა ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილებანი (ფაკულტეტები). 2. სახელწოდება დაწესებულებისა, რომელიც განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო და სამეცნიერო-პოლიტიკური ცოდნის ასამაღლებლად. მაგ., კულტურის სახალხო უნივერსიტეტი.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი