უნცია [ლათ. uncia] – 1. წონის ერთეული ძველ რომში ( და შემდეგ ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც – მეტრული სისტემის შემოღებამდე). 2. სააფთიაქო წონის ერთეული რუსეთში (= დაახლოებით 30 გ-ს); იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე. 3. ლითონის ფული (ძველად – რომში, ხოლო შემდეგ სიცილიასა და ზოგ სხვა ქვეყანაში).
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი