ფაბიანელ-თა საზოგადოება - ინგლისის რეფორმისტული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1884 წ.; ლეიბორისტული პარტიის შექმნის შემდეგ (1900 წ.) შევიდა მის შემადგენლობაში [ძველი რომაელი სარდლის Fabius Maximus - ის (დაახლ. 280-203 წწ. ძვ. წელთაღრ.) სახელის მიხედვით, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ თავს არიდებდა გადამწყვეტ ბრძოლებს; ამის გამო მას შეერქვა «კუნქტატორი», რაც ნიშნავს ზოზინას, ჯანჯალს].
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი