სიმფონიური ორკესტრის ხის ჩასაბერთა ჯგუფის საკრავი (XVIII ს-დან). აქვს კონუსური გრძელი, ნეკერჩხლის ხისაგან დამზადებული, სამი მუხლისაგან შემდგარი ვიწრო მილი, სარქველებითა და ლითონის პატარა ენაკით. აქვს მრავალფეროვანი ტექნიკური შესაძლებლობები, ბგერა - არცთუ ძალიან ძლიერი, თუმცა სავსე, მღერადი, მეტყველი. თანამედროვე ორკესტრში ორი ფაგოტია, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება კონტრფაგოტი, რომელიც ზომით ფაგოტზე ორჯერ დიდია.
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი