ფაეტონ-ი - 1. გადასახსნელსახურავიანი მსუბუქი ეტლი. 2. ღია მსუბუქი ავტომობილი [ბერძნული მითოლოგიის მზის ღმერთის ჰელიოსის შვილის - Phaethōn - ის - სახელის მიხედვით; მან თავის მამას სთხოვა ცეცხლოვანი ეტლი და კინაღამ მსოფლიო ხანძარი გააჩინა].
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი