ფავორიტ-ი [ფრანგ. favorite (მდედრ.)] – 1. ადამიანი, რომელიც სარგებლობს მაღალი თანამდებობის მქონე, გავლენიანი პირის კეთილგანწყობილებით, მფარველობით. 2. (მოძვ.). მეფის ან დედოფლის საყვარელი. 3. (სპორტ.). რაიმე შეჯიბრებაში: სპორტსმენი (დოღში; ცხენი), რომელსაც ყველაზე მეტი შანსი აქვს პირველი ადგილის დაკავებისა.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი