ფალანგა [ბერძ. phalanx (phalangos) – 1. ძველ საბერძნეთში: ქვეითი ჯარის საბრძოლო წყობა – ერთმანეთთან მიჯრილი მწკრივები. 2. უტოპისტ-სოციალისტის შ. ფურიეს (1772–1837 წწ.) სისტემაში: მშრომელთა თემი – კოლექტიური მეურნეობა. ესპანეთის ფალანგა – ესპანეთის ფაშისტური პარტია (1933–1975 წლებში). 3. ობობასნაირი შხამიანი ცხოველი. 4. ფალანგები – თითების მოკლე ლულოვანი ძვლები.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი