ფას-ი1 [ფრანგ. face პირისახე] – 1. რისამე წინა მხარე. მაგ., არქიტექტურული ძეგლის ხედი ფასში. 2. ფორტიფიკაციაში: მუდმივი ან ძელმიწური საცეცხლე ნაგებობის მხარე, რომელიც მოწინააღმდეგისაკენ არის მიმართული; აგრეთვე მავთულხლართებისა და ტანკსაწინააღმდეგო თხრილების სწორხაზოვანი უბნები.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი