A B C D E F G H I J K L M N

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფეა ფებ ფედ ფეე ფეი ფეკ ფელ ფემ ფენ ფეო ფერ ფეს ფეტ ფეშ ფეც

ფერწერა

სახვითი ხელოვნების სახე, რომელიც დაკავშირებულია სურათების, ფერწერული ტილოების შექმნასთან. ფერწერას უწოდებენ ხელოვნების ნიმუშებსაც, რომლებიც იქმნება საღებავებით (ზეთის, აკვარელის, გუაშის, ტემპერასა და სხვ.). ფერწერის ძირითადი გამომსახველობითი საშუალება ფერია. სათანადო ფერის საღებავების შერჩევა-შეხამება ხდება პალიტრაზე , შემდეგ კი, ფერმწერი ამ საღებავებით ქმნის ფერთა გარკვეულ ერთობლიობას, ანუ კოლორიტს. ფერწერის ნიმუშებს შეუძლიათ გამოხატონ ადამიანური გრძნობებისა და ხასიათების რთული სამყარო, ხორცი შეასხან ისტორიული წარსულის მოვლენებს, მითოლოგიურ სახეებს, ზოგადსაკაცობრიო იდეებს. ფერწერაში გამოიყოფა ორი ძირითადი სახე: მონუმენტური და დაზგური. მონუმენტური დაკავშირებულია არქიტექტურასთან (ნაგებობების კედლებისა და ჭერის მოხატულობა, მათი მორთვა ვიტრაჟებით, მოზაიკით, ფრესკით), დაზგური კი ეწოდება სურათებს, რომელთაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვთ (ფერმწერი ხატავს უმთავრესად ტილოზე, რომელიც გადაჭიმულია ჩარჩოზე და დამაგრებულია მოლბერტზე, რომელსაც აგრეთვე შეიძლება ვუწოდოთ დაზგა. აქედან სახელწოდებაც - «დაზგური ფერწერა»). გარესამყაროს ობიექტებისა და მოვლენების მრავალფეროვნებამ განსაზღვრა ფერწერის ჟანრთა ნაირგვარობა: პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი, ყოფითი (ჟანრული), ისტორიული, ანიმალისტური, ბატალური, მითოლოგიური და სხვ. ფერწერის ნიმუშებში შეიძლება აღნიშნული ჟანრების ან მათი ელემენტების შერწყმაც მოხდეს. ფერწერა სახვითი ხელოვნების უძველესი სახეა. მან განვითარების ხანგრძლივი და რთული გზა განვლო გამოქვაბულის კედლების მოხატულობებიდან თანამედროვე ფერწერის უახლეს მიმდინარეობებამდე.
See also: პალიტრა, კოლორიტი
Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9