A B C D E F G H I J K L M N

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფეა ფებ ფედ ფეე ფეი ფეკ ფელ ფემ ფენ ფეო ფერ ფეს ფეტ ფეშ ფეც

ფესტივალი

  1. Fr. festival
    ხელოვნების რომელიმე დარგის (მუსიკის, კინოს, თეატრის) მიღწევათა ჩვენება, დათვალიერება; ეწყობა პერიოდულად.
    Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  2. L.
    მხიარული, სადღესასწაულო
    სადღესასწაულო ღონისძიება, მიძღვნილი ხელოვნების რომელიმე სახისადმი. თეატრალური ფესტივალების საწყისი, ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში, ოლიმპიური თამაშების, შემდგომ, შუა საუკუნეებში ტრუბადურებისა და მინეზინგერების შეჯიბრებებიდან მოდის. ევროპაში ფართოდ გავრცელდა XVIII ს-ის დასასრულს. თავდაპირველად ატარებდა საზეიმო მსვლელობების, განსაზღვრული მოვლენებისადმი მიძღვნილი მასობრივი თეატრალიზებული წარმოდგენების სახეს. XIX ს-ის დასაწყისში, რომანტიკოსთა ინტერესის გაღვივებამ შუა საუკუნეების ეპოქისადმი გარკვეული ბიძგი მისცა თეატრალური და მუსიკალური ფესტივალების ჩატარების იდეას. გერმანიის ქალაქ ბაიროითში რიჰარდ ვაგნერის საოპერო ტეტრალოგიის დადგმით აღინიშნა ფესტივალის დაბადება, თუმცა ცნობილია, რომ 1809 წელს, ლონდონში გაიმართა «საეკლესიო მუსიკის ფესტივალი». რაც შეეხება საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორიას, მას საფუძველი ჩაეყარა 1932 წ., იტალიის ქალაქ ვენეციაში. სადღეისოდ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება ეროვნული თუ საერთაშორისო მასშტაბის ფესტივალები ხელოვნების ყველა სფეროში. ასე, მაგ., ხალხური და პროფესიული მუსიკის (საოპერო, საგუნდო, საესტრადო და ა.შ.), კინოხელოვნების (მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური, მხატვრული, საბავშვო) და სხვა ჟანრის ფესტივალები.
    Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9