ფლაგმან-ი [ჰოლანდ. vlagman] – 1. სამხედრო გემების დიდი შენაერთის (ესკადრის, დივიზიის, რაზმის) სარდალი. 2. დიდი გემი, რომელზედაც იმყოფება ესკადრის ან რაიმე სხვა შენაერთის სარდალი; აგრეთვე ყველაზე დიდი და საუკეთესო გემი რომელიმე ზღვაში, ნაოსნობაში და სხვ. ფლაგმანის (ან საფლაგმანო) გემი - იგივეა, რაც ფლაგმანი (მნიშვ. 2). 3. გადატანით იტყვიან დიდ სამგზავრო თვითმფრინავზე.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი