A B C D E F G H I J K L M N

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფლა ფლე ფლი ფლო ფლუ

ფლეიტა

  1. Rus. флейта
    It. flauto
    მაღალი ტონის მქონე ხის ჩასაბერი საკრავი, რომელიც წარმოადგენს თვლებიან და სარქვლებიან სწორ მილს.
    Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  2. სიმფონიური ორკესტრის ხის ჩასაბერთა ჯგუფის საკრავი. თანამედროვე განივი ფლეიტა ორკესტრში დამკვიდრდა XVIII ს-დან. XIX ს-ში რეკონსტრუქციის შედეგად გაგანიერდა და ერთ რიგზე დამწკრივდა ხვრელები, გაუკეთდა სარქვლები, თანამედროვე ფლეიტა მზადდება მაგარი ხის ჯიშებისაგან (შავი ხე, ქოქოსის პალმა) ან მელქიორისაგან. სარქვლები ორივე შემთხვევაში ლითონისაა (მელქიორის). ფლეიტა ლაბიალური (სატუჩე) საკრავია, სატუჩე გვერდით აქვს, ამიტომაც იკავებენ მას განივად. ტექნიკურად ძალიან მოქნილია, ვირტუოზული. კომპოზიტორები ხშირად წერენ ამ საკრავისათვის სოლო პარტიებს. ფლეიტის ნაირსახეობაა პატარა ფლეიტა ანუ პიკოლო, რომელსაც მაღალი, გამჭვირვალე, მსტვინავი ხმა აქვს.
    Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9