ფოკუს-ი1 [ლათ. focus კერა] – 1. (ფიზ.). გარდატეხილი ან არეკლილი სხივების გადაკვეთის წერტილი. 2. წერტილი, რომელშიც ფოტოგადაღების დროს საგანი მაქსიმალურად მკაფიო გამოსახულებას იძლევა. 3. (მედიც.). ანთებითი პროცესის კერა. 4. (მათემ.). მრუდებში: მუდმივი წერტილი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული თვისებები ნებისმიერ წერტილებთან შეპირისპირებით. 5. (გადატ.). რისამე შუაგული, ცენტრი.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი