A B C D E F G H I J K L M N

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფობ ფოგ ფოვ ფოი ფოკ ფოლ ფონ ფორ ფოს ფოტ ფოქ

ფოლკლორი

  1. E. folk-lore
    "ხალხური სიბრძნე"
    ხალხური შემოქმედება, ხალხის სულიერი ცხოვრების ამსახველი ხელოვნება, ყველა სახის პროფესიული ხელოვნების სათავე. პირველად ტერმინი გამოიყენა ინგლისელმა არქეოლოგმა უ.ჯ. ჯონსმა, 1846 წელს. ფოლკლორის ნიმუშები თაობიდან თაობას გადაეცემოდა ზეპირსიტყვიერი სახით, თანდათანობით იხვეწებოდა და აღწევდა მაღალმხატვრულ დონეს. ფოლკლორის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია: ანონიმურობა, კოლექტიურობა, ვარიანტულობა, იმპროვიზაციულობა. ყველა სფეროში გამოირჩევა ჟანრების, მხატვრული სახეებისა და გამომსახველობითი საშუალებების მრავალფეროვნებით. ფოლკლორის შემსწავლელ მეცნიერებას ფოლკლორისტიკას უწოდებენ.
    Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
  2. 1. ხალხური ზეპირი შემოქმედება; ზეპირსიტყვაობა (ზღაპრები, ლექსები, შაირები, ანდაზები, გამოცანები და სხვ.);
    2. იგივეა, რაც ფოლკლორისტიკა.
    Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9